вторник, 6 октября 2009 г.

суббота, 3 октября 2009 г.

პროექტი

როექტის სახელი: რა ვიცით გელათის არქიტექტურული ანსამბლის შესახებ?

პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლე იკვლევს გელათის ტაძრის მშენებლობის პერიოდს,მის მრავალმხრივ დანიშნულებას.

პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ადგილზე ეცნობიან გელათის არქიტექტურულ ანსამბლს. შემდეგ მოიძიებენ მასალებს გელათის მშენებლობის შესახებ ასევე რა დანიშნულებით იქნა აგებული გელათის ტაძარი, რა ფაქტორებზე მიუთითებს გელათის მშენებლობა.

მონაწილეთა ასაკი; 13-16წ.

ვადები/ხანგრძლივობა: 6 თვე

პროექტის შესაძლო აქტიობები.დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვარის შედგენა"რა ვიცით რა გვაინტერესებს", მასალის მოძიება ინტერნეტის საშუალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელ.ვერსიის შედგენა, სკოლაში გამოფენის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება, შეიქმნას:ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ალბომი, ბუკლეტი, ვებ-გვერდი, ბლოგი, ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, ესეები.მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის კომპიუტერულად დამუშავების, ინტერვიუს აღების, რუკების შედგენის, ორიენტაციის, უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას და გახდებიან უფრო კომუნიკაბელურები. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას,ადგილზე ინფორმაიის მოპოვებას (ინტერვიუს აღება გელათში მოღვაწე წმ. მამაბისგან) აღჭურვილობის და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას.

სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები მიაწვდიან საქართველოს ერთერთი ულამაზესი ისტორიული ძეგლის აღწერას, მოგზაურობის მარშრუტს ყოველივე ეს გამოიწვევს საკუთარი მხარის უკეთ გაცნობას. გამოუმუშავდებათ საკუთარი ქვეყნის სიყვარული და ისწავლიან მის გაფრთხილებას.

სამუშაო ენა:ქართული

საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


ისტორია:
მოსწავლე იკვლევს თუ რა მნიშვნელობა აქვს რელიგიას საზოგადოების ცხოვრებაში, რა დანიშნულება ქონდათ ქართულ ტაძრებს შუა საუკუნეებში.მსჯელობს საგნამანათლებლო დაწესებულების როლზე მხარის განვითარებაში

გეოგრაფია:
მოსწავლე აკავშირებს არქიტექტურის მარვალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან. ადგენს რუკას და მასზე დააქვს შესაბამისი ინფორმაცია

ხელოვნება:გამოიკვლევენ ძეგლის არქიტექტურას, მის წარმოშობას და ასაკს.

პროექტის ფასილიტატორი: ქეთევან მახარობლიძე

ფასილიტატორის ელ. ფოსტა:qeti74@gmail.com

პროექტის ვებ.გვერდი/ბლოგი: gelati-qeti74. blogspost. com/2009/10/ blog-post.html